გვეუბნებით, რომ თურმე მეთოდიკამ გამოიწვია კრიმინალის ზრდა, თქვენ პირდაპირ დასცინით ადამიანებს- ნადირაშვილი პრემიერს

როდესაც თქვენ აქ სადღეგრძელოებით გვესაუბრებით და გვეუბნებით, რომ თურმე მეთოდიკამ გამოიწვია კრიმინალის ზრდა, თქვენ პირდაპირ დასცინით ადამიანებს – ამ განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა.

მამუკა ბახტაძე საქართველოს პარლამენტში იმყოფება. ბახტაძემ დეპუტატების კითხვებს უნდა უპასუხოს. მანამდე კი მან ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

პრემიერის განცხადებების საპასუხოდ ირმა ნადირაშვილმა გასული თვის სტატისტიკა მოიყვანა. მისი თქმით, წარადგინა მხოლოდ ის კრიმინოგენული ფაქტები, რომელიც მედიასაშუალებებით გავრცელდა. მათი რიცხვი დიდია, სწორედ ამიტომ ნადირაშვილი ამბობს, რომ მთავრობის მეთაურის განცხადება, რომ ქვეყანაში კრიმინალის ზრდასთან დაკავშრებით პრობლემა არ არსებობს, სიცრუე.

„სამწუხარო ისა არის, რომ კრიმინალთან ბრძოლის ნება არ არსებობს. როდესაც შს მინისტრი, სავარაუდოდ შეიძლება თვითონ იყოს ჩარეული ძალადობაში და შანტაჟში, რაზეც განგვიცხადა ბატონმა ხაზარაძემ, ცხადია, რომ პოლიტიკური ნება კრიმინალთან ბრძოლის საერთოდ არ არის,“-განაცხადა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში სათამაშოების ორი მაღაზია გაქურდეს
შემდეგი სტატია„ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა და იქნება ყოველთვის „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ შორის”-სალომე სამადაშვილი პრემიერს მიმართავს