როდესაც პროკურატურას არ აქვს პასუხი, გადადის ბრალდებებზე- ნანუაშვილი წიკლაურს პასუხობს

სახალხო დამცველი პროკურორ ჯარჯი წიკლაურს პასუხობს. უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ წიკლაურის ბრალდებები არის მცდელობა, გაამართლოს ის დარღვევები, რომლებსაც “ციანიდის საქმეში” ჰქონდა ადგილი და განსაკუთრებით, გამოძიების ეტაპზე. ნანუაშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატირაა პასუხისმგებელი:

“როდესაც პროკურატურას არ აქვს პასუხი იმ კითხვებზე, რომელიც ჩვენ დავსვით, რა თქმა უნდა, ის გადადის ბრალდებებზე იმიტომ, რომ სხვა გზა არ დარჩენია. პროკურორი იმასაც ამბობდა, სახალხო დამცველი პირადად რატომ არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებსო. მე არ ვიცი მთავარი პროკურორი რატომ არ ესწრება სხდომებს. ცნობილია, რომ ჩემი წარმომადგენლები ესწრებოდნენ პროცესებს და რამდენჯერმე მეც დავესწარი”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გუშინ ე.წ. ციანიდის საქმის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშს ”ციანიდის საქმის” პროკურორი ჯარჯი წიკლაური გამოეხმაურა და ანგარიშს არაკომპეტენტური და უსაფუძვლო უწოდა.

banner
წინა სტატიაშიდედამთილმა ორსული რძალი დაჭრა
შემდეგი სტატია(Video) ვერტმფრენიდან ნაკურთხი კანფეტების გადმოყრის შემთხვევაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის ავიაციის თანამშრომელს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა