„როდესაც პოლიტიკური დევნის ობიექტი ხდება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ეს უდიდესი პრობლემაა ქვეყნისთვის თავისუფალ სამყაროში დაბრუნებისათვის“ – გიგა ბოკერია

„როდესაც ამ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ხდება ისეთი ცნობადი ფიგურა როგორიც არის ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, ეს ფაქტი კიდევ უფრო გაამახვილებს ყურადღებას ჩვენი ქვეყნის პრობლემაზე და ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივია რეაქცია, როდესაც მოწოდებები კეთდება, რომ სამართლიან სასამართლო უნდა გვქონდეს აქვე ვიცით, რომ სამართლიანი სასამართლოს შანსი არ არსებობს“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურ დევნას.
„პოლიტიკურად მოტივირებული დევნის პრობლემა და მართლმსაჯულების პრობლემა, ხელისუფლების დაკვეთით ოპონენტების დევნა დიდი ხანია უკვე, ყველა საქართველოს მოკავშირისთვის ძალიან მკაფიო სურათია ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებით, ეს არ არის სიახლე მათთვის და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის თავისუფალ სამყაროში დაბრუნებისთვის, როდესაც ამ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ხდება ისეთი ცნობადი ფიგურა როგორიც არის ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, ეს ფაქტი კიდევ უფრო გაამახვილებს ყურადღებას ჩვენი ქვეყნის პრობლემაზე და ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივია რეაქცია, როდესაც მოწოდებები კეთდება, რომ სამართლიან სასამართლო უნდა გვქონდეს აქვე ვიცით, რომ სამართლიანი სასამართლოს შანსი არ არსებობს და ამიტომ კიდევ უფრო მწვავე რეაქცია იყო ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომელიც ღია და უტიფარი დადასტურებაა, რომ პოლიტიკური დაკვეთით ხდება ზოგადად ჩვენთან მართლმსაჯულება, როდესაც ეს ეხება პოლიტიკურ ოპონენტებს და ამ შემთხვევაში სააკაშვილს.“ – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: დისბალანსი არის ოქმების 27,5 პროცენტში
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: როგორც ჩანს, სააკაშვილის საკითხი გახდა ტესტი, გავარკვიოთ, ვინ არის საქართველოს ნამდვილი მეგობარი