,როდესაც პარლამენტში პრეზიდენტი მოდის, შეხვედრას ცოტა მეტი აკადემიურობა უნდა ჰქონდეს”

ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით “ნაციონალური მოძრაობისთვის” დებატები გაიგივებულია არა პლურალიზმთან და დემოკრატიის გამოვლინებასთან, არამედ პოლიტიკურ სპეკულაციასთან, ხმამაღალ და რადიკალურ განცხადებებთან, – ასე ეხმაურება ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი პარლამენტში დებატების ფორმატში პრეზიდენტის გამოსვლის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნას.
ვოლსკის შეფასებით, პარლამენტის რეგლამენტი დებატებს ითვალისწინებს, მაგრამ “რატომღაც ჰგონიათ, რომ საზოგადოების ინტელექტუალური დონე პოლიტიკურ ასპარეზზე გლადიატორულ შეხლა-შემოხლას გულისხმობს და მოთხოვნა სწორედ ამაზეა”.
“როდესაც პარლამენტში პრეზიდენტი მოდის, ვფიქრობ, შეხვედრას ცოტა მეტი აკადემიურობა უნდა ჰქონდეს. ფრაქციის ხელმძღვანელები სრულად გამოხატავენ იმ პოზიციას, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს და პირდაპირ ეხება პრეზიდენტის გამოსვლაში ჩამოყალიბებულ მიდგომებს”, – აცხადებს გია ვოლსკი.

banner
წინა სტატიაში,,აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “გაყინული” კონფლიქტები ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის”
შემდეგი სტატია„საკონსტიტუციო სასამართლო ვეღარ შეძლებს, რომ ზეწოლა განახორციელოს თავის რომელიმე წევრზე”