როდესაც მძიმე დანაშაულში ბრალდებულის შეწყალება ხდება, საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული – შს მინისტრი

საქართველოს პრეზიდენტის მიერ „რუსთავი 2“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც შეწყალების უფლებას ეხება, შინაგან საქმეთა მინისტრი ეხმაურება.

გიორგი გახარია ამბობს, რომ შეწყალების უფლება არის პრეზიდენტის დისკრეცია და მას ეჭვქვეშ არავინ აყენებს, თუმცა შს მინისტრი ასევე აცხადებს, რომ როდესაც მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირის შეწყალება ხდება, საჭიროა მოტივთან დაკავშირებით საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა.

„რა თქმა უნდა, ეს არის პრეზიდენტის დისკრეცია და არავინ აყენებს ეჭვქვეშ. თუმცა, არსებობს მორალური მხარე, არსებობს საზოგადოების მოლოდინი და ის აქტუალური კონტექსტი, რომელშიც დღეს საზოგადოება ცხოვრობს. დღეს მაგალითად ჩვენ ვსაუბრობთ ნარკოპოლიტიკაზე და ეფექტიან ნარკოპოლიტიკაზე და ვამბობთ, რომ გასაღება უნდა იყოს მკაცრად დასჯადი, რომ სხვაგან მოვახერხოთ უფრო ჰუმანური ნარკოპოლიტიკის გატარება, ვამბობთ რომ პრობლემაა ჩვენს საზოგადოებაში კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლა, ვამბობთ, რომ გვიჭირს ეფექტური გამოძიების ფარგლებში მოწმეებთან ეფექტური მუშაობა და ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ შეწყალების ინსტიტუტი მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პრეზიდენტის დისკრეცია, თუნდაც კიდევ ერთხელ დავამატებ რომ დღეს ყველას კარგად გვესმის რომ სასამართლოს სულ სხვა სტანდარტი აქვს, ძალზე მაღალი სტანდარტი აქვს.

“ასევე კარგად გვესმის, რომ პენიტენციალურ სისტემაში სულ სხვა მდგომარეობაა და როდესაც მსგავს პირობებში მძიმე დანაშაულში ბრალდებული ადამიანის შეწყალება ხდება, საზოგადოების მოლოდინი, რომ იყოს უფრო ინფორმირებული მიღებული გადაწყვეტილების მოტივების კონტექსტში და საერთოდ იყოს ახსნილი რა მოტივებით ხდება მსგავსი გადაწყვეტილება, ამაში არაფერი გასაკვირი არ არის,“ – განაცხადა შს მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიშეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, თუმცა უნდა იყოს ახსნილი კრიმინალურ დანაშაულში ბრალდებული ადამიანების შეწყალების მოტივი
შემდეგი სტატიასამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია დააკავეს