როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი „მელი მოძღვრად“ გამახსენდა – იგავი იმის შესახებ, თუ რა ემართებათ მათ, ვინ იჯერებს, რომ მელა არის მოძღვარი – მანჯგალაძე

როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა – იგავი იმის შესახებ, თუ რა ემართებათ მათ, ვინ იჯერებს, რომ მელა არის მოძღვარი, – ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე მმართველი პარტიის ინიციატივებს.

როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, “ქართულ ოცნებასთან“ დიალოგი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, თუ განაცხადებენ, რომ დეოლიგარქიზაციაზე არიან თანახმა, რაც თავის მხრივ, ძალაუფლებიდან ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილებას გულისხმობს.

„ქართული ოცნების“ არ გვჯერა – ეს განცხადება მუხტის დასაგდებად სჭირდებათ. ირაკლი კობახიძემ პირველ პუნქტად დეპოლარიზება დაასახელა. მე ჩემის მხრიდან ვფიქრობ, რომ თუ დეოლიგარქიზაციაზე არიან თანახმა და ამასთან დაკავშირებით აქვთ გადაწყვეტილი, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას ჩამოცილდეს, საუბარს ამის შემდეგ აზრი აქვს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიპატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელსაც შშმ გერი 4 თვე სათავსოში ჰყავდა ჩაკეტილი და არაადამიანურად ეპყრობოდა
შემდეგი სტატიაფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება ბალტიის ზღვაში ვითარებას გააუარესებს – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო