როდესაც დადგებით საარჩევნო ყუთთან, გაიხსენეთ ვინ დასწია საქართველო უკან, რუსეთისკენ – იუკნევიჩიანე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ევროინტეგრაციის აქციაზე “შინ ევროპისკენ” ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ქართველ ხალხს მიმართა და თქვა, რომ ქართველები გამოვლენ იმ რთული მდგომარეობიდან, რომელშიც მოქმედმა ხელისუფლებამ ჩააყენა, თუმცა ამისთვის აუცილებელია, თითოეულმა მათგანმა პასუხისმგებლობა აიღოს.

“ძვირფასო ქართველებო დარწმუნებული იყავით, ვითარება უიმედო არ არის. თქვენ გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. ბევრმა ქვეყანამ, რომელმაც გამოსცადა საბჭოთა რეჟიმი, იმავე პრობლემების წინაშე იდგა, ყველგან არსებობენ, მსგავსი მანიპულატორები, კრემლის მეგობრები. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თითოეულმა თქვენგანმა აიღოს პირადი პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლის წინაშე. როდესაც დადგებით საარჩევნო ყუთთან, გაიხსენეთ ვინ დასწია საქართველო უკან, რუსეთისკენ. ძალიან კარგად ვიცი რამდენად საშიშია ეს ცვლილება თქვენი ქვეყნისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო დარჩეს ევროკავშირის დღის წესრიგში”,- თქვა მან.

banner
წინა სტატიაშირასა იუკნევიჩიანე: გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყანა დარჩეს იმ ხალხის მძევალი, რომლებიც ძალაუფლების ჩრდილში რჩებიან
შემდეგი სტატიარუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „შინ ევროპისკენ“, „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა აქციის ორგანიზატორთა მიერ შემუშავებული მანიფესტი წაიკითხა