„როდესაც ასეთი ხელისუფლება გყავს, მოსალოდნელია მისგან რუსული კანონებიც და ამ კანონის გამპროტესტებელი ახალგაზრდების ციხეშიც გაშვება.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანმა, ედო ჯავახიძემ ლაზარე გრიგორიადისის განაჩენთან დაკავშირებით
ედო ჯავახიძის განცხადებით – „ბუნებრივია ამას მოჰყვება ადეკვატური რეაქცია ახალგაზრდებისგან. ჩვენ არ დავუშვებთ ასეთი მაგალითების არსებობას, ჩვენ არ დავუშვებთ ამ ხელისუფლების ხელისუფლებაში დარჩენას. როდესაც ასეთი ხელისუფლება გყავს, მოსალოდნელია მისგან რუსული კანონებიც და ამ კანონის გამპროტესტებელი ახალგაზრდების ციხეშიც გაშვება.“ – განაცხადა ედო ჯავახიძემ