როდესაც ასე თავხედურად და უზრდელურად ოჯახს შეურაცხყოფთ, ვერ და არ გავატარებთ – კითხვას თავისი შინაარსი აქვს და ის შეურაცხმყოფელი არ უნდა იყოს – ზარქუა

როდესაც ასე თავხედურად და უზრდელურად ოჯახს შეურაცხყოფთ, ვერ და არ გავატარებთ – კითხვას თავისი შინაარსი აქვს და ის შეურაცხმყოფელი არ უნდა იყოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განუცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებულ, ჟურნალისტის მანტიას ამოფარებული პირების მხრიდან ოჯახის შეურაცხყოფა ტრენდია და აშშ-ს საელჩოშიც იგივე პროვოკაცია მოხდა”.

„ის, რაც გუშინ მოხდა, ამით ბედნიერი არავინაა და არავის უხარია. როდესაც ადამიანს მიკროფონი გიჭირავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უპასუხისმგებლოდ მოქცევის, შეურაცხყოფის და პროვოკაციის მოწყობის უფლება გაქვს. შეიძლება ზოგჯერ მეც უხეში ვარ და ტონიც მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეკომენდაციები მხოლოდ ჩემს მხარეს უნდა იყოს. თქვენც გაქვს ვალდებულება!

თუ ადამიანს ღირსება არა აქვს, მისგან არც პოლიტიკოსი გამოვა, არც პატრიოტი და არც ქვეყანას წაადგება.

ჩვენ უპირველესად ჩვენი ოჯახის და ჩვენი ქვეყნის შვილები ვართ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშითურმე ელჩს კითხვა არ უნდა დაუსვა – თუ მადლობა არის გადასახდელი, ჩვენ ამას ვაკეთებთ და თუ რომელიმე ელჩი გასაკრიტიკებელია, არც ამას მოვერიდებით – ზარქუა
შემდეგი სტატიაუკრაინელი ხალხი თავის ადგილს მიუჩენს არახამიას და მისნაირებს, სადაც არჩეულია, იქ რომ ვერ იცავ, იმის დაცული საქართველო არ გაიშვას – ზარქუა