“როდესაც ადამიანს შია და სწყურია, ის ყველაფერზეა წამსვლელი”

მომხდარს შევაფასებდი სოციალურ აფექტად პოლიტიკური შეფუთვით – ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ექსპერტია გია ხუხაშვილი “კვირის პალიტრასთან” საუბრობს და აცხადებს, რომ პროტესტის საფუძველი სწორედ სოციალურ სფეროში უნდა ვეძებოთ.თუმცა მისივე თქმით, ცხადად გამოჩნდა, როგორ ცდილობდა მომხდარის გამოყენებას პოლიტიკურად “ენმ”.

“მომხდარს შევაფასებდი სოციალურ აფექტად პოლიტიკური შეფუთვით. დარწმუნებული ვარ, ამ პროტესტის საფუძველი სწორედ სოციალურ სფეროში უნდა ვეძებოთ. მართალია შემდგომ ცხადად გამოჩნდა, რომ პოლიტიკური პარტიები და განსაკუთრებით -“ნაციონალური მოძრაობა” შეეცადა,ყველაფერი სათავისოდ გამოეყენებინა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი თავიდანვე პოლიტიკური იყო. მომხდარისთვის სწორი დიაგნოზის დასმა ხელისუფლებისთვის პრობლემის გადაწყვეტის საკუთესო საშუალება იქნება. როდესაც სოციალურ საფიძველზე ვლაპარაკობ,ვგულისხმობ იმას, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საშუალო-სტატისტიკური ქართველის სოციალური სტატუსი საგრძნობლად დაეცა, შესაბამისად, საზოგადოებაში იზრდება საპროტესტო განწყობა. წარმოიდგინეთ, ადამიანი ყოველდღიურად თავის გადასარჩენად იბრძვის, კაპიკებს ძლივს შოულობს და ამ დროს პატრუოლი უწერს ჯარიმას ,რომელიც მის შემოსავალს აღემატება. არ ვამბობ, რომ არავინ უნდა დაჯარიმდეს , მე პრობლემის არსზე ვლაპარაკობ. ჩემი აზრით, სწორედ სოციალურმა მიზეზებმა განაპირობა აქციის ასეთი აგრესული ფორმა.როდესაც ადამიანს შია და სწყურია, ის ყველაფერზეა წამსვლელი.

მოკლედ, ყველაფერს აქვს თავისი კრიტიკული ზღვარი. ერთია ის, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალური აფექტის ზღვარზეა და მეორე, რომ ასეთ ვითარებაში პროვოკაციის დაგეგმვა და მოწყობა უფრო ადვილია. ამის გამოყენება შეიძლება სცადონ როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედმა პოლიტიკურმა ძალებმა, ასევე უცხო ქვეყნის შესაბამისმა სამსახურებმა” განაცხადა გია ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქოს იურისტი : ე.წ. ციანიდის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სოსო ოხანაშვილია
შემდეგი სტატია”სინოდის 47 წევრის დაკითხვა იქნება საჭირო”- რამიშვილი