როდესაც ადამიანი გუნდიდან მიდის, თანამდებობას აღარ უნდა ჩაებღაუჭოს

როდესაც ადამიანი მიდის გუნდიდან, ის აღარ უნდა ჩაებღაუჭოს თანამდებობას, აღარ უნდა შექმნას ტექნიკური პრობლემები, – აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა დღესვე უნდა ჩატარდეს.

„როდესაც ადამიანი მიდის გუნდიდან, ის აღარ უნდა ჩაებღაუჭოს თანამდებობას, აღარ უნდა შექმნას ტექნიკური და სხვა სახის პრობლემები. გუნდს არანაირი პრობლემა არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ დღესვე მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც არის პოლიტიკური“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პლენარული სხდომაზე კენჭისყრა, სადაც ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის საკითხს ხელახლა უყრიან კენჭს, 17:00 საათზე დაინიშნა.

ცნობისთვის, პარლამენტმა ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვერ გადააყენა. კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების მომხრე 67 დეპუტატი იყო, 8 წინააღმდეგი წავიდა. გადაწყვეტილების მისაღებად კვორუმი 76 იყო.

შეგახსნებთ, რომ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძის ბექა ოდიშარიათიშეცვლის საკითხი მმართველმა გუნდმა დააყენა. აღნიშნულ თანამდებობაზე ოდიშარიას არჩევის თაობაზე გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისში გუშინ გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობა ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებას 17:00 საათზე კიდევ ერთხელ ცდის
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე – ზუსტად ვიცი, უმრავლესობაში მოსამართლეების საკითხზე ჩვენს მიმართ სოლიდარულები არიან