“როდესაც ადამიანებს ივანიშვილთან შეკრულს ეძახი, მე ასეთ შემთხვევაში, ვერ ვხედავ თანამშრომლობის შესაძლებლობას”

ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამუშაო ოთახში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან კომენტარის დროს აღნიშნა, რომ იმ ადამიანების ფრაქციის თავმჯდომარე, რომლებსაც ნიკა მელია პარტიიდან გასულად და გამიჯნულად თვლის, ვერ იქნება.

„ბუნებრივად მიმაჩნია, რომ იმ ადამიანების ფრაქციის თავმჯდომარე, რომლებსაც ნიკა მელია პარტიიდან გასულად და გამიჯნულად თვლის, უბრალოდ ვერ იქნება. ეს ბუნებრივია. რაც შეეხება ჩვენს მომავალ თანამშრომლობას, ამის სივრცე ყოველდღიურად უფრო მცირე რჩება, როდესაც ადამიანებს ივანიშვილთან შეკრულს, გარიგებულს ეძახი, მე ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ ვერ ვხედავ თანამშრომლობის შესაძლებლობას.
არ შეიძლება დღეს ვიყო გარიგებული და თუ ხვალ რაღაცაზე შევთანხმდებით, ისევ აღმოვჩნდე არა გარიგებული, არა მოღალატე. თუ ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელი იქნება, ვიფიქრებთ, ვიდაოთ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შეკრებილ ადამიანებთან „ნაცმოძრაობის“ სახელზე, თუ ცალკე პარტიით გავაგრძელოთ მუშაობა“, – აღნიშნა ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია: საკუთარ პარტიაში აწყობს შოუს, ის ვეღარ იქნება გუნდის ლიდერი
შემდეგი სტატიანიკა მელია: უგულავა შემრიგებელი არ არის