“როდესაც 3 პოლიტიკური სუბიექტი ასაკრძალადაა გამზადებული, ამ პირობებში როგორ უნდა ვთქვათ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს?!” – ლელა ჯეჯელავა

“როდესაც 3 პოლიტიკური სუბიექტი ასაკრძალადაა გამზადებული, ამ პირობებში როგორ უნდა ვთქვათ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ან პარტიების ფუნქციონირებას აზრი აქვს”, – ამის შესახებ განცხადება, ანალიტიკოსმა, ლელა ჯეჯელავამ გააკეთა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” დამსახურებით, მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურ პარტიებს არ ენდობა.

“მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა აქვს დაკარგული, რაზეც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაისარჯა. მაგრამ პოლიტიკური პროცესები, პოლიტიკოსების გარეშე არ არსებობს. ახლა შესაძლოა, რომ პოლიტიკოსმა პარტიული ინტერესების გარეშეც აკეთოს პოლიტიკა, ასეთ ექსტრემალურ ვითარებაში. როდესაც 3 პოლიტიკური სუბიექტი ასაკრძალადაა გამზადებული, ამ პირობებში როგორ უნდა ვთქვათ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ან პარტიების ფუნქციონირებას აზრი აქვს. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის დროზე, პოლიტიკურ პროცესს არ კლავდა. 7 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილი გადადგა და ეს იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. გარდა ამისა, კონკრეტული შეცდომებისა და გადაცდომების შემდეგ გვახსოვს გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების მაგალითებიც. 2011 წელს სააკაშვილის ოპოზიცია „ეფ-ეს-ბე“ და მისგან მოვლენილი ბიძინა ივანიშვილი გახდა, ახლა ცხადია, თუ რისთვის იყო ის 3 მილიარდიანი ქველმოქმედება, რომელიც არა მისი პირადი, არამედ რუსული ფული იყო, რუსული სახელმწიფო ინტერესების გასატარებლად“,- განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის გენერალური შტაბი მოსახლეობას ქვეყნის წინააღმდეგ მიზანმიმართულ დივერსიაზე აფრთხილებს
შემდეგი სტატიაGlobal Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა