„როდემდე უნდა იყოთ ჩუმად“ – პაატა დავითაია „ოცნებას“ ოკუპირებულ სოხუმში მოსკოვიდან პირველ საცდელ ფრენაზე „ოცნებას“ მიმართავს

„დროებით ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში მოსკოვიდან პირველი საცდელი ფრენის შესრულება ყველანიარი საერთაშორისო ნორმისა და რეგულაციის დარღვევით განხორციელდა. მივმართავ  ხელისუფლებას, როდემდე უნდა იყოთ ჩუმად,“ – აცხადებს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია „თაიმერთან“ საუბრისას.

დავითაიას თქმით, „ოცნებამ“ უნდა მიმართოს ICAO-ს და კიდევ ერთხელ გააპროტესტოს ანექსია, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიმდინარეობს და აცნობოს ისიც, თუ როგორ ხდება რუსეთის ფედარაციის მხირიდან ყველა საერთაშორისო ნორმის დარღევა.
„დღეს უნდა ხდებოდეს პოზიციის დაფიქსირება, სიჩუმე მიუღებელია,“ – ამბობს დავითაია.

სოხუმის აეროპორტმა 1993 წელს აფხაზეთის ომის გამო შეწყვიტა ფუნქციონირება.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან ორგანიზაცია აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ICAO-მ 2006 წელს გააუქმა აეროპორტის კოდი.

2023 წლის ოქტომბერში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რუსულ კომპანია “ინფრასტრუქტურ დეველოპმენტთან”. აღნიშნული კომპანია რუსეთის შს ყოფილი მინისტრის, რაშიდ ნურგალიევის ვაჟს ეკუთვნის.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის სასამართლომ გიორგი ქადაგიძე 2 500 ლარით დააჯარიმა
შემდეგი სტატია“მოშიმშილე მზია ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა. ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ, უსამართლოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ” -კაია კალასი და მარტა კოსი