28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

როდემდე გაგრძელდება უამინდობა

მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით, დღეს, 26 ივლისის შუადღის საათებიდან – 27 ივლისის დილამდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარის დროდადრო გაძლიერებით,

აღმოსავლეთში კი, მხოლოდ ზოგან არის მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმა და სეტყვა.

ზღვაზე მოსალოდნელია შტორმული სიტუაციის შექმნა 3-4 ბალით.

“სიფრთხილის ზომები უნდა იქნას მიღებული ისეთი პოტენციური უარყოფითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა წყალდიდობები, მეწყერი, ელვა, ლოკალური სეტყვა, ძლიერი ქარი და შტორმი ნალექების დროს, ასევე ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებები”,_ წერს ფარტენაძე.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასშტაბური იერიშები მიიტანა – არის მსხვერპლი
შემდეგი სტატია​როგორია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე დაშავებული ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა