24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

როდემდე გაგრძელდება წალკაში ცოფის დადასტურების გამო კარანტინი

წალკაში, ცოფის დადასტურების გამო, კარანტინი 8 მაისამდე გაგრძელდება. რაც შეეხება არეალს, ის შემთხვევის წერტილიდან ანუ თამარ მეფის ქუჩიდან 3 კილომეტრის რადიუსში ვრცელდება  – ინფორმაციას TOKTV ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით,  ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოსაგან მანამ ვერ მიიღეს, ვიდრე  ინფორმაცია საჯარო წესით არ გამოითხოვეს.

ამავე წერილით რედაქცია ითხოვდა ქვეყანაში ცოფის დადასტურებული შემთხვევების ბოლო სამი წლის სტატისტიკას.

სეს-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2026 წლის 20 აპრილამდე პერიოდში, ანუ 4 თვეში საქართველოში ცოფის 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2 შემთხვევა ძაღლებს და 2 – მსხვილფეხა საქონელს შორის გამოვლინდა.

მსხვილფეხა საქონელში ცოფი კახეთში დედოფლის წყაროში დაფიქსირდა, ხოლო ძაღლების შემთხვევაში ეს წალკა და მარტვილია.

სეს-ის მიერ  მოწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციაში წერია, რომ ცოფი წელს გარეულ ცხოველებში არ დაფიქსირებულა, მაშინ როდესაც იგივე უწყება აპრილის დასაწყისში წერდა რომ წალკაში ცოფი მელიის ლაბორატორიული შესწავლისას დაფიქსირდა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ჯაშუშობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიავალუტის გაცვლის ახალი კურსი ცნობილია