როცა ვსაუბრობთ, ვინ, სად, რატომ თქვა უარი ან განაცხადა თანხმობა ვიზიტებზე, ამას თავისი ფორმალური პროცედურები აქვს – მთავრობის მხრიდან განცხადება გაკეთდება, აჟიოტაჟის შექმნა არ ღირს – სარჯველაძე

როდესაც ვსაუბრობთ, ვინ, სად, რატომ თქვა უარი ან განაცხადა თანხმობა ვიზიტებზე, მათ დაგეგმვაზე და ასე შემდეგ, ამას თავისი ფორმალური პროცედურები აქვს – მთავრობის მხრიდან განცხადება გაკეთდება, აჟიოტაჟის შექმნა არ ღირს, – ასეთია “ქართული ოცნების“ დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის განცხადება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე.

ამასთან, სარჯველაძე მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უკლებლივ ყველა წინაპირობა აქვს.

“თუკი ვინმეზე ევროკავშირის მხრიდან სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღება, ეს უპირველესად საქართველო უნდა იყოს. არ ვიცი, სხვა პოლიტიკოსები რაზე დაყრდნობით გამოთქვამენ ვარაუდებს, ეკუთვნის თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. თუკი ვინმეს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის, უპირველესად საქართველოა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა დაახლოებით, 400 სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულება დაარღვია – ზელენსკი
შემდეგი სტატიაილია მეორე უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს