“როცა უცხოელებს ავუკრძალეთ მიწის ყიდვა, მისი ფასი დავაგდეთ”- პრეზიდენტი საკონსტიტუციო ჩანაწერის გამო მმართველ გუნდს აკრიტიკებს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 27, 2017 10:41

“როცა უცხოელებს ავუკრძალეთ მიწის ყიდვა, მისი ფასი დავაგდეთ”- პრეზიდენტი საკონსტიტუციო ჩანაწერის გამო მმართველ გუნდს აკრიტიკებს

მიწის გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი მმართველ გუნდს აკრიტიკებს. გიორგი მარგველაშვილის თქმით კონსტიტუციაში პათეტიკური თუმცა უშინაარსო ჩანაწერი გაკეთდა და არ იქნა გათვლილი ის შედეგები, რომელიც მიწის გასხვისების აკრძალვას მოჰყვებოდა. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა გუშინ, ფერემერებთან შეხვედრის დროს გააკეთა
“„იყიდება საქართველო“ – ამ პათეტიკით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ მიწა არ უნდა გაიყიდოს. მე მგონია, რომ კონსტიტუციაში, აი ამ რაღაც უშინაარსო, პრანჭია ფრაზის ჩაწერით, ჩვენს სოფლის მეურნეობას სირთულე შეუქმენით.

მიზანი იყო დიადი, ნათელი, რომ კონსტიტუცია მიგვეღო, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამ მიღებული კონსტიტუციის პირობებში როგორ შევამციროთ ის ზიანი, რომელიც ჩვენ მივაყენეთ, ამა თუ იმ სექტორს.

ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი რაც აქ, ამ შემთხვევაში გასაკეთებელია ეს არის სახელმწიფო გარანტიების უზრუნველყოფა იმისთვის, რომ მიწის ბაზარი შედგეს.

როცა უცხოელებს ავუკრძალეთ მიწის ყიდვა, შესაბამისად ბანკებთან ჩვენ მისი საგარანტიო ფასიც დავაგდეთ, აი ეს უნდა იქნას კონპენსირებული რაღაც ფორმით.

თუ აი ამ ლექსის ჩაწერა გინდა კონსტიტუციაში და ჩაწერე ეს პათეტიკა, ახლა მიდი, დაუბრუნდი ფერმერს და ჰკითხე: რამდენად იოლად მიდის სოფლის მეურნეობაში ფული, რამდენად მზად არიან ბანკები სესხების გაცემაზე? თუ ეს, ასე არ არის, მაშინ კეთილი ინებე და ეს სადღეგრძელო აიღე და დააბალანსე ფინანსური ნაკადებით იმისთვის, რომ რაღაცნაირად ქვეყანაში მიწის ბაზარი ამა თუ იმ ფორმით შედგეს“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 27, 2017 10:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,893
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics