“როცა ტირანია იქცევა კანონად, წინააღმდეგობა ხდება ვალდებულება!!! გამოდით, დავიბრუნოთ სამშობლო!!!”- ნიკა გვარამია

“როცა ტირანია იქცევა კანონად, წინააღმდეგობა ხდება ვალდებულება!!! გამოდით, დავიბრუნოთ სამშობლო!!!” – წერს სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია და მოქალაქეებს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის პროდასავლური ოპოზიციის ლიდერები თსუ-ს პირველ კორპუსთან არიან შეკრებილი სადაც 24 საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს და აღნიშნული მონაკვეთი მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის წერტილად გამოაცხადეს. მათ ადგილზე კარვების გაშლა დაიწყეს.

banner
წინა სტატიაშიჩვენ გადავდივართ არაძალადობრივი პროტესტის სხვა ეტაპზე”-ნიკა მელია თსუ-ს I კორპუსის ტერიტორიიდან
შემდეგი სტატიაNYT: ბაიდენმა უკრაინას შორი რადიუსის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცა