როცა საზოგადოებასთან მოხდება კომუნიკაცია, ყველასთვის ცხადი იქნება, რომ მედიცინისა და კოსმეტიკის მიმართულებით ეს პრობლემას არ წარმოადგენს

როდესაც საზოგადოებასთან კომუნიკაცია მოხდება, ყველასთვის ცხადი იქნება, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მარიხუანას წარმოება-ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებასთან კომუნიკაცია არასწორად იქნა წარმოებული, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მისი შეფასებით, ის, რომ ხელისუფლება ნარკოტიკების წარმოებას გეგმავს, სიმართლეს არ შეეფერება.

„მარიხუანასთან დაკავშირებით არსებული გაუგებრობა, პირველ რიგში, არასწორი კომუნიკაციის ბრალი იყო. რაც შეეხება კანონპროექტს, ის პარლამენტში გადაიგზავნება. მხედველობაში მაქვს, რეგულაციების დაწესება და შემოღება. ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ მარიხუანას მოწევისთვის ადამიანი არ უნდა მიდიოდეს ციხეში. თუმცა იმ გადაწყვეტილებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავიდეთ. ის რეგულაციები, რომელიც ცენტრალურმა ხელისუფლება შსს-ს ჩართულობით მოამზადა, ძალიან მნიშვნელოვანია.

კულტივაციას რაც შეეხება, აქაც არასწორად იყო საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თითქოს ხელისუფლება გეგმავდა ნარკოტიკების წარმოებას და გასაღებას, რაც ნამდვილად არ შეეფერება სიმართლეს. აქ საუბარი იყო მედიცინისა და კოსმეტიკის მიმართულებით, თუმცა აქაც მგონია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან კომუნიკაცია. როდესაც მოხდება ეს კომუნიკაცია, ყველასთვის ცხადი იქნება, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ „კანაფის კონტროლის შესახებ” კანონპროექტი ითვალისწინებს საექსპორტოდ კანაფის მოყვანა-წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს

banner
წინა სტატიაშისტომატოლოგიური კლინიკის თანამშრომლებზე თავდასხმასა და ყაჩაღობაში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატია,,ვიდრე საზოგადოებაში კონსენსუსი არ იქნება, კანონპროექტის განხილვას პარლამენტი აჩერებს”