„როცა პოლიტიკური ხელმძღვანელი ხარ და გაქვს მართვის სადავეები, იქ გამჭვირვალობის დამატებითი ვალდებულებები შემოდის, რომლისგანაც თავის არიდებას ცდილობს ივანიშვილი“ – გიგა ბოკერია

„ეს ეხება პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებს, რომლებიც სხვათაშორის ცალკე რეგულირების ქვეშ იმყოფებიან, როცა აშკარად მალავენ ქონებას, აქ ხშირად შეიძლება იყოს მაქინაციების სურვილი, გადასახადების დამალვის, ამა თუ იმ ქვეყნის რეგულაციებიდან თავის აცილების შესაძლებლობა ან ამოცანა რომ მათი პოლიტიკური მანევრები, რომელსაც ახორციელებენ მათი კაპიტალის მეშვეობით, არ იყო საზოგადოებისთვის დასანახი.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია “Pandora Papers” – ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.
„ზოგადად ობშორები არალეგიტიმური ამბავი არ არის, ოღონდ არის ხოლმე რიგი შემთხვევები, განსაკუთრებით როცა ეს ეხება პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებს, რომლებიც სხვათაშორის ცალკე რეგულირების ქვეშ იმყოფებიან, როცა აშკარად მალავენ ქონებას, აქ ხშირად შეიძლება იყოს მაქინაციების სურვილი, გადასახადების დამალვის, ამა თუ იმ ქვეყნის რეგულაციებიდან თავის აცილების შესაძლებლობა ან ამოცანა რომ მათი პოლიტიკური მანევრები, რომელსაც ახორციელებენ მათი კაპიტალის მეშვეობით, არ იყო საზოგადოებისთვის დასანახი. ავტომატურად ეს ასე არ არის, არ ეგონოს ვინმეს, რომ ავტომატურად ყველას ან უმრავლესობას ბრალი უნდა წავუყენოთ, ვინც ობშორებს იყენებს, მაგრამ ივანიშვილის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უამრავი შემთხვევა და საფუძველი, ვიფიქროთ რომ სწორედ საუბარი არის იმ ტიპის ინფორმაციის დამალვაზე, რომელიც მისთვის შეიძლება პოლიტიკურად პრობლემა აღმოჩნდეს, იმიტომ რომ ის მართავს ამ ქვეყანას. ზოგადად, როცა პოლიტიკური ხელმძღვანელი ხარ და გაქვს მართვის სადავეები, იქ გამჭვირვალობის დამატებითი ვალდებულებები შემოდის, რომლისგანაც თავის არიდებას ცდილობს ივანიშვილი.“ – განაცხადა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: „თუ ადამიანი არის ასეთი მოწოდებული, რომ თავი შეწიროს იდეალებს, წესით არ უნდა ჰქონდეს კიევში დაბრუნების სურვილი“
შემდეგი სტატიაქალაქ წალენჯიხაში ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა