“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ პარლამენტის ავტოპარკს მომავალი მოწვევის პარლამენტისთვის ანუ ოპოზიციისთვის აახლებენ. მისი თქმით, თუ ოპონენტებს გადაწყვეტილება არ მოსწონთ, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, აღნიშნული ავტომობილები გაყიდონ და მეტროთი იარონ.
გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მომავალში… ხომ აპირებს მოსვლას მთავრობაში ოპოზიცია, აი, მათთვის გავაკეთეთ. შემდეგი მოწვევისთვის ხდება ეს ყველაფერი და ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში. თუ გაქვთ შნო და უნარი, აი, როცა მოხვალთ ხელისუფლებაში, ადექით და გაყიდეთ და იარეთ მეტროთი. მაგას პირადად მე გაგიკონტროლებთ, – ამბობს ირაკლი ზარქუა.
საქართველოს პარლამენტი 6.7 მილიონ ლარად 60 ახალი ავტომობილის ყიდვას გეგმავს – შესაბამისი ტენდერი პარლამენტის აპარატმა დღეს გამოაცხადა. განაცხადის თანახმად, ერთი ავტომობილის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 111,870 ლარი იქნება.