,,როცა მაღაზიიდან გამოვედი, დავინახე, რომ ქვემოთ ბავშვი ეგდო”-რას ყვებიან ფოთში მომხდარ შემთხვევაზე თვითმხილველები?!

თვითმხილველის ინფორმაციით, ფოთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. როგორც ერთ-ერთი მაღაზიის კონსულტანტი აცხადებს, აფეთქების შემდეგ, როდესაც მაღაზიიდან გამოვიდა, დაინახა, რომ „ქვემოთ ეგდო ბავშვი, რომელიც იქვე ჩასარიცხ აპარატთან იდგა“.

„მაღაზიაში რაღაცები შეიძინეს და გამოვიდნენ, დაახლოებით 2-3 საათის განმავლობაში სვამდნენ. არ ხმაურობდნენ, წყნარად იყვნენ და უცებ გასროლის ხმა გაისმა. სულ 4 ადამიანი იყო“, – განაცხადა მაღაზიის თანამშრომელმა.

ფოთში, გამთენიისას, 4 პირს, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა სამი მათგანი. საუბარია 33 წლის, 16 წლის, 29 წლის და 41 წლის მამაკაცებზე, რომელთაგანაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშითაღლითობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე სიღნაღის მერიის სოციალური დახმარების გაცემის კომისიის მდივანი პასუხისგებაში მისცეს
შემდეგი სტატია,,ვინ ვისი ოკუპაცია მოახდინა, ამ საკითხს კარგად არ ვიცნობ”-სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია გრძელდება