როცა ხანძრების გაჩენის მიზეზებზე გამოძიებას პასუხი არ გაუცია, ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს განზრახ მიმართული ქმედება – ლომჯარია

სახალხო დამცველი გუშინ გვიან ღამით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურა. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ როცა გასულ პერიოდებში მომხდარ ხანძრებზე გამოძიებას მიზეზები არ დაუდგენია, ბუნებრივია, კითხვები ჩნდება.
“როცა წინა წლების განმავლობაში მსგავსი ხანძრების გაჩენის მიზეზებზე გამოძიებას არ გაუცია იმ კითხვებზე პასუხი, თუ რამ გამოიწვია ხანძრები, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს განზრახ მიმართული ქმედება. ვფიქრობ, მხოლოდ გამოძიებას შეუძლია გააქარწყლოს კითხვები მომხდართან დაკავშირებით”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაში“ცდილობენ ცხედრის მაქსიმალურად დამალვას” – ლომჯარია
შემდეგი სტატიასამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე სანქციები მკაცრდება