როცა ივანიშვილი გააცნობიერებს, რომ ამ ვითარებას ვერ შეინარჩუნებს, დაეწყობიან ის და მისი პოლიტიკური არარაობები და ომახიანად იტყვიან, თუ როგორი დემოკრატიული გადაწყვეტილებაა ვადამდელი ნორმალური არჩევნები – ბოკერია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს ჯერ არ აქვს გააზრებული, თუ რამხელა რისკია არსებული ვითარების შენარჩუნება პირველ რიგში ქვეყნისთვის და შემდეგ მისთვის.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ ივანიშვილი ჯერ ამ შეგნებამდე მისული არ არის, ხოლო როდესაც ამას გაიაზრებს, ის და მისი გუნდი ომახიანად იტყვიან, თუ როგორი დემოკრატიული გადაწყვეტილებაა ვადამდელი ნორმალური არჩევნები.
„ივანიშვილს ჯერ არ აქვს შეგნებული, რომ არსებულ ვითარებაში, როცა მას არ აქვს მიღებული უთანასწორი ბრძოლაშიც კი უმრავლესობის მანდატი, ამ ვითარებას ვერ შეინარჩუნებს და დიდი რისკებია პირადად მისთვის, ქვეყნისთვის არის პირველ რიგში, მაგრამ ეს მას ნაკლებად აღელვებს, მაგრამ ჯერ მან ვერ გააცნობიერა, რომ მისთვის დიდი რისკებია. როცა ამას გააცნობიერებს, მოუწევს მას და მერე მის პოლიტიკურ არარაოებს, დაეწყობა ყველა ეს პოლიტიკურ არარაობა და კლოუნი და ომახიანად იტყვიან, თუ როგორი დემოკრატიული გადაწყვეტილებაა ვადამდელი ნორმალური არჩევნები.
რაც სწრაფად მიხვდება, ეს უკეთესი იქნება ქვეყნისთვის და მისთვისაც პერსონალუირად, ჯერ ამ შეგნებამდე მისული არ არის.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი: ხელისუფლებას “ლელოს” ანტიკრიზისული გეგმა რომ გაეთვალისწინებინა, პანდემია ასე მძიმედ არ დააწვებოდა ქვეყანას
შემდეგი სტატიაწულუკაინი რასაც წარმოადგენს, იმ ხარისხის ფრაზაა ეს – ბოკერია წულუკიანის განცხადებაზე