როცა ევროპა გეოპოლიტიკური კუთხით ფიქრობს კონკურენტებზე, რომელთაგან ზოგიერთი აგრესიულია, მათ მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ, რომ უკრაინა და სხვა ქვეყნები ევროკავშირისთვის სასურველი არიან – მონტენეგროს პრეზიდენტი

როცა ევროპა გეოპოლიტიკური კუთხით ფიქრობს კონკურენტებზე, რომელთაგან ზოგიერთი აგრესიულია, მათ მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ, რომ უკრაინა და სხვა ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ორგანიზაციისთვის სასურველი არიან, – ამის შესახებ მონტენეგროს პრეზიდენტმა, მილო დუკანოვიჩმა GLOBSEC-ის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამის შემდეგ, უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რათა ქვეყანამ მიაღწიოს სტანდარტებს, რასაც ევროკავშირი ითხოვს.

„მე ვფიქრობ ჩვენ ნამდვილად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. კანდიდატის სტატუსი დაფუძნებულია პოლიტიკურ ასპექტზე და მე ვფიქრობ, რომ როცა ევროპა კონკურენტებზე გეოპოლიტიკური კუთხით ფიქრობს, რომელთაგან ზოგიერთი როგორც ვხედავთ აგრესიულია, მათ მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ, რომ უკრაინა და სხვა ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ორგანიზაციისთვის სასურველი არიან. ჩვენ ამას ხაზი უნდა გავუსვათ და მონტენეგრო ამ პროცესშია უკვე 14 წელია. 2002 წელს ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირთან მოლაპარაკებები და მე ვეწინააღმდეგები წევრობის დაჩქარებულ პროცესს. ვფიქრობ, როცა ევროკავშირმა ერთხელ დააჩქარა ეს პროცესი, ის არ აღმოჩნდა სასარგებლო არც ევროკავშირისთვის, არც იმ ქვეყნებისთვის რომლებმაც ის მიიღეს. ვფიქრობ, უკრაინამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამის შემდეგ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, ევროკავშირის მხრიდან დახმარება რეფორმების განხორციელების კუთხით, რათა ქვეყანამ მიაღწიოს იმ სტანდარტებს, რასაც ევროკავშირი ითხოვს“, – განაცხადა მილო დუკანოვიჩმა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება, ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, სტატუსის მინიჭება ან არმინიჭება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს გახლავთ სტრატეგიული და ასევე მორალური თემა – ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა წინანდალში – ერთმანეთს საჯარო რეესტრის 2 ავტომობილი შეეჯახა