როცა ენმ-ის მომხრეები პოსტებს მიწუნებენ, ფიქრობენ “ქოციაო”, ხოლო “ოცნების”-“განაცებულაო” – კაჭკაჭიშვილი

როცა ენმ-ის მომხრეები პოსტებს მიწუნებენ, ფიქრობენ “ქოციაო”, ხოლო “ოცნების”-“განაცებულაო” – ამის შესახებ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი Facebook-ში წერს.

“ზოგიერთი ჩემი პოსტი მოსწონს ნაცმოძრაობის მხარდამჭერს, ზოგიერთი – ქ/ოცნების მომხრეს, იშვიათად – ორივეს.

როცა მიწუნებენ, ნაცმოძრაობის მხარდამჭერები ფიქრობენ – “ეს მაინც ქოციაო”, ხოლო ქ/ოცნების მხარდამჭერები – “ეს განაცებულაო.”

ჰოდა, მე რა ვქნა, მე?

სხვათა შორის, სწორედ ერთი მიმართულებით ხედვის ვალდებულების გამო განმიზიდავდა ყოველთვის პოლიტიკური პარტიის წევრობა.

პ.ს. ისე, ერთადერთი რესპუბლიკური პარტია ვიცი, რომლის წევრებისგანაც არათუ განსხვავებული, არამედ ურთიერთსაპირისპირო შეფასებები მომისმენია. ამიტომაც, ეს პარტია პოლიტიკურ საფიხვნოდ (კარგი გაგებით, ცხადია) უფრო მიმაჩნდა, ვიდრე წმინდა პარტიულ ორგანიზაციად”, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ეროვნულმა ბანკმა უნდა წარუდგინოს საზოგადოებას გეგმა და ხედვა, რა ნაბიჯები გადაიდგმება კურსის პრობლემის მოსაგვარებლად
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – დარწმუნებული ვარ, ტურიზმის სექტორს განვითარების იმ ტრაექტორიაზე დავაბრუნებთ, რომელიც ჩვენ მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად ჰქონდა