19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

“როცა დიქტატურის პირობებში ცხოვრობ, იქ აუცილებლად იქნება თავისუფალ ადამიანებზე ნადირობა”- მზია ამაღლობელი

მზია ამაღლობელი ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას ეხმიანება:

„როცა ცხოვრობ დიქტატორის განმტკიცების, ფეხის მოკიდების პირობებში, იქ აუცილებლად იქნება თავისუფალ ადამიანებზე ნადირობა და ამას ეროვნული მნიშვნელობის ამოცანადაც გამოგვიცხადებენ. მთავარია, არ შევეგუოთ და სასოწარკვეთას არ მივეცეთ.
ვახო სანაიას პოსტი ჩემთვის შესანიშნავი პროტესტი იყო სიტყვისა და აზროვნების წინააღმდეგ დაწყებული შეზღუდვების გამოხატვისთვის.
რომელ ტრიბუნასთან და რა სტატუსითაც არ უნდა წარსდგეს ბატონი პაპუაშვილი, ვახოს პატიმრობის განაჩენის შემდეგ, მჯერა, ყოველ ჯერზე, ვახოს ფეისბუქის სტატუსის ეპითეტით გაახსენდება ის საზოგადოებას.
თუ რეპრესიული კანონისთვის ვახოს პატიმრობა იყო სამართალი, მაშინ მოისმინეთ და შეირგეთ იმ ხალხის გულწრფელი ხმაც, რომელიც ისმის – დაილოცოს ქართული სიტყვის მადლი.
მადლობა ვახოს. როგორც მაყურებელი ველოდები მის გათავისუფლებას და ტელეეთერს,” – ამბობს მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე თითქმის 19 თვეა უკანონო პატიმრობაშია.

 22 ივლისს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა „ფორმულას“ ჟურნალისტს, ვახო სანაიას, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის საბაბით.

banner
წინა სტატიაში“ნუ დაბრკოლდები შენი მცირედით – ქრისტე მას გაამრავლებს”- შიო მესამეს ქადაგება
შემდეგი სტატია“სიმართლე გამოაშკარავდა”- ნეთანიაჰუ კარიმ ხანის გადაყენებაზე