როცა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე როცა ვლაპარაკობთ, ძალიან დიდ ციფრებზე არ უნდა ვიფიქროთ-სუბარი

სამინისტროების გაერთიანების შემდეგ მინისტრებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ თქმა, დაახლოებით რა თანხა დაიზოგება.
მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, როცა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე როცა ვლაპარაკობთ, ძალიან დიდ ციფრებზე არ უნდა ვიფიქროთ, რადგან აქცენტი გაკეთებულია არა ხარჯების შემცირებაზე, არამედ ეფექტურობის გაზრდაზე.

„ცვლილებების მთავარი მიზანი არის მთავრობის ეფექტურობის გაზრდა და ბიუროკრატიის შემცირება. ხშირად არის საუბარი ამ სამინისტროების გაერთიანებულ ბიუჯეტებზე. მინდა იცოდეთ, რომ ამ ბიუჯეტების 90% და გაცილებით მეტი არის განსახორციელებელი პროექტები და ამ პროექტების თანხა არათუ უცვლელი რჩება, არამედ პირიქით გაიზრდება კიდევაც სწორედ ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე. მაგრამ ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე როცა ვლაპარაკობთ, რაღაც კატასტროფულ ან ძალიან დიდ ციფრებზე არ უნდა ვიფიქროთ, იმიტომ რომ ძალიან მცირე ნაწილია ამ შემთვევაში ის, რაც იხარჯება ხელფასებზე. ძირითადად ყველა სამინისტროს ბიუჯეტში მთავარი ნაწილი არის პროექტები, რომელიც ხორციელდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასე რომ, თანხის დაზოგვაზე არ არის აქცენტი გაკეთებული, აქცენტი გაკეთებულია ეფექტურობაზე. თანხა, ცხადია დაიზოგება, თუნდაც შენობების მიმართულებით, მაგრამ ეფექტურობის გაზრდა არის ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ადამიანებს, ყველა ის ადამიანი, რომელიც არის ეფექტური, ცხადია დარჩება სამინისტროების შერწყმის შემდეგაც და არჩევანი გაკეთდება პროფესიონალებზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი „ციანიდის საქმეში” არსებულ დარღვევებზე საუბრობს – უჩა ნანუაშვილმა მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაიუსტიციის სახლთან სამართალდამცავებმა ზვიად კუპრავა და აქციის ორი მონაწილე დააკავეს