როცა ავტორიტარული რეჟიმები თვლიან რომ უჭირთ, ასეთი ამაზრზენი საქციელი ინტენსიური ხდება- ბოკერია თავდასხმებზე

„ავტორიტარული რეჟიმები როცა თვლიან, რომ უფრო მეტად უჭირთ, მაშინ მათი ასეთი ამაზრზენი საქციელი უფრო ინტენსიური ხდება და როგორც ჩანს, ახლა ამის მოწმე ვართ“ – განაცხადა “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმასა და ასევე დღეს განხორციელებულ სხვა დაორგანიზებულ ძალადობებზე საუბრისას.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, დღეს განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები ავტორიტარული რეჟიმის ხელწერაა.

„ჩვენ რაც გვახსოვს, ასლან აბაშიძის რეჟიმი, შევარდნაძის რეჟიმი, ყველა ამ ტიპის რეჟიმი და განსაკუთრებით პუტინისტური სულისკვეთების, როგორიც მაგალითად იანუკოვიჩის იყო, ამ მეთოდებს წლების განმავლობაში მიმართავდნენ. როცა თვლიან, რომ უჭირთ უფრო მეტად, მაშინ მათი ასეთი ამაზრზენი საქციელი უფრო ინტენსიური ხდება და როგორც ჩანს, ახლა ამის მოწმე ვართ.

ამ სურათის შემხედვარე ყველა მოქალაქე, ვინც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისაა, ჩემი აზრით, უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ამ პუტინისტური რეჟიმის მოცილების გარეშე ჩვენი ქვეყნის მომავალი და ქვეყნის შიგნით მშვიდობა, არა თუ რაიმე სხვა ტიპის უსაფრთხოება, უდიდესი საფრთხის წინაშე დგას. ეს რეჟიმი ყველა თვალსაზრისით, ყველა მისი ნაბიჯით პირდაპირ და ირიბად ჩვენი მტრის საქმეს აკეთებს და ჩვენს მომავალს ღალატობს“ – თქვა გიგა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშისახელოვნებო და შემოქმედებითი ფაკულტეტების სტუდენტები კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე წერილს ავრცელებენ
შემდეგი სტატიასაუკეთესო რესტორანი