ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, იური კიმის განცხადებას, რომელიც “ოცნების” დეზინფორმაციას ეხმაურება.
მისი თქმით, “როდესაც ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს, ყალბი ინფორმაციაა”.
“როდესაც ამტკიცებ, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა. როდესაც ამტკიცებ, ამერიკის ელჩი, ამერიკის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, საქართველოს მსგავსი მეგობარი ქვეყნის არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ გადატრიალების მოწყობის მიზნით ფარულ ოპერაციას ხელმძღვანელობს, კიდევ ერთხელ, ყალბი ინფორმაციაა. როდესაც ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა”, – განაცხადა კიმმა “ინტერპრესნუსის” თარგამნი.
რაუფოღლუს ცნობით, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ერთდროულად ორ ურთიერთგამომრიცხავ გზაზე ვერ იქნება.
“ვერ იტყვი, რომ შენს ხალხს წარმოადგენ და მომავალი ევროპაში გსურთ და მტკიცე ურთიერთობა აშშ-სთან და შემდეგ გააკეთო ის, რაზეც შენმა ხალხმა და მეგობრებმა აღნიშნეს, რომ არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი აკეთებს და რაც რუსეთს სურს… ეს სიგიჟეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული”,- აღნიშნა კიმმა.