,,როცა ადამიანი მიდის, პოლიტიკური აზრთა სხვაობა აქტუალობას კარგავს”- კვირიკაშვილი რურუაზე

პოლიტიკოს ნიკა რურუას ოჯახს საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიუსამძიმრა. ის ზანდუკელის ქუჩაზე, პოლიტიკოსის საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ მივიდა. გიორგი კვირიკაშვილმა მედიასთან კომენტარიც გააკეთა და ნიკა რურუას ღვაწლსა და პიროვნულ თვისებებზე ისაუბრა.

„მე ნიკოლოზს ვიცნობ არა ერთი ათეული წელია, ახალგაზრდობიდან. ძალიან გული დამწყდა მისი წასვლის გამო. ჩვენი ცხოვრების გზები გაიყარა, პოლიტიკურადაც სხვადასხვა გუნდში აღმოვჩნდით, მაგრამ როდესაც ადამიანი მიდის, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა აქტუალობას კარგავს. ამიტომ, მინდა მთელი გულით მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ ასაკში წავიდა ამქვეყნიდან,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ზანდუკელის ქუჩაზე, სადაც ნიკა რურუა ცხოვრობდა, დილიდან ხალხმრავლობაა. პოლიტიკოსის ოჯახს მისი თანამოაზრეები, ახლობლები და მეგობრები უსამძიმრებენ.

banner
წინა სტატიაშიხანძარი ქედაში – დაშავებულია 17 წლის ახალგაზრდა
შემდეგი სტატია„ევროპაში საშობაოდ გაყიდული ნაძვის ხეების 90% ქართული წარმოშობისაა“ – შესაძლებელია თუ არა დანიური მოდელის საქართველოში გადმოტანა