როცა 7 დღე დადებითობის მაჩევენებლი 4% იქნება, გავცემთ რეკომენდაციას საკლასო ოთახში სწავლის დაწყებაზე – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ საკლასო ოთახებში სწავლება შესაძლებელი გახდება, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი იქნება 4% 7 დღის განმავლობაში.

“ქვეყნის მასშტაბით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის დაკლებული, რაც მაჩვენებელია, რომ შემდეგ დღეებში დადებითობის მაჩვენებელიც დაიწევს.დადებითობის მაჩვენებელი როდესაც იქნება 4% 7 დღის ჭრილში, ჩვენ შეგვიძლია, გავცეთ რეკომენდაცია, რომ კლასში სწავლის დაწყება არის შესაძლებელი”,- თქვა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – აუცილებლად ჩავალთ საქართველოში, რაც არ უნდა დაგვიჯდეს!
შემდეგი სტატიამიქელაძე – ალბათ, უმოკლეს დროში მივიღებთ გადაწყვეტილებას 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციაზე