რობოტინოსა და უროჟაინეს უკრაინელები სრულად აკონტროლებენ

რუსი ოკუპანტების თავდაცვის პირველი ხაზი აზოვის ზღვის მიმართულებით გარღვეულია: რობოტინოსა და უროჟაინეს უკრაინელები აკონტროლებენ.

რუკებიდან ჩანს, როგორ დღითიდღე ფართოვდება უკრაინელების პლაცდარმი ხერსონთან, დნიპროს მარცხენა სანაპიროზე. ეს რუსებისთვის დიდი პრობლემების წინაპირობაა, რადგან გზა აქედან როგორც ყირიმისკენ, ასევე მელიტოპოლისკენ მიდის, დატკეპნილი ქვიშნარი კი, რომელიც ამ ადგილებისთვისაა დამახასიათებელი, საკმაოდ მოსახერხებელია მძიმე ტექნიკის გადასაადგილებლად, ბახმუტის გარშემო მნიშვნელოვან სიმაღლეებს უკრაინა აკონტროლებს, ყოველდღიურად იბომბება სამხედრო ობიექტები რუსეთის საზღვრისპირა რეგიონებში, უკრაინული დრონები გამუდმებით უტევენ მოსკოვს, მესამე და მეოთხე იერიში იქნა მიტანილი ყირიმის ხიდზე, ფეთქდება რუსული სამხედრო ქარხნები, საბრძოლო მასალის საწყობები, საწვავის ბაზები და სარკინიგზო მაგისტრალები, საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო შეფერხებით მუშაობს რუსეთის აეროპორტები, შავ ზღვაში რუსულ სამხედრო გემებსა და ტანკერებზე უკრაინული უპილოტო აპარატები ნადირობენ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ სამუშია: ტობავარჩხილის ტბისკენ ახალი მარშრუტის მონიტორინგი და აღდგენა იგეგმება
შემდეგი სტატიარუსეთში აფეთქებას 30 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 5 ბავშვია