“რობოკოპები აქციის მონაწილეებს ყველგან მისდევენ… რუსული მთავრობა, რუსული მეთოდები”-პრეზიდენტი

სპეცრაზმელების მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობას საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება და წერს:

“საქართველოში უსაფრთხო ადგილი არ არის: ეკლესიების ეზოები, აფთიაქები, რობოკოპები აქციის მონაწილეებს ყველგან მისდევენ, რათა ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავონ ისინი… რუსული მთავრობა, რუსული მეთოდები” – წერს სალომე ზურაბიშვილი

banner
წინა სტატიაში28-29 ნოემბრის აქციის დროს დაზარალებული მედიის წარმომადგენლების რიცხვი 20-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიადღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ; რაც გუშინ მოხდა, ეწინააღმდეგება ქართველების დიდი უმრავლესობის ნებას-ჰერჩინსკი