“პრობლემა ის კი არ არის, შალვა ნათელაშვილი რომ რაღაცებს ლაპარაკობს, პრობლემა ნათელაშვილის დონის ტყუილებია”

პრობლემა ის კი არ არის, შალვა ნათელაშვილი რომ რაღაცებს ლაპარაკობს, ბიძინა ივანიშვილმა გაატყავა ქვეყანაო, 3 მილიარდი აქვს კაცს ქვეყანაში ქველმოქმედების სახით დახარჯული; კალაძე იპარავსო, ჩემზეც ილაპარაკა რაღაცები, პრობლემა ნათელაშვილის დონის ტყუილები და სიუჟეტებია, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ტვ პირველის“ თოქშოუში „რეაქცია“.

მისი თქმით, როდესაც ტელევიზია იქნება, კონკრეტული ადამიანი, თუ პოლიტიკური ჯგუფი, რაც არ უნდა სუბიექტური ინტერესი ჰქონდეს, იგონებს პრობლემებს და ამ მოგონილ პრობლემებს ებრძვის, ეს რეალური პრობლემების გადაჭრის გზა არ იქნება. რეალური პრობლემის გადაჭრის გზა არის სიმართლეში.

მამუკა მდინარაძემ მაგალითად მოიყვანა „ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტი.

„გუდიაშვილებზე რომ ლაპარაკობთ, არანაირი გუდიაშვილები არ არსებობს, დაახლოებით 8 თუ 9 წლის წინ შეძენილი თაბახის ფურცელზე ფანქრით დახატული, 2 000-ლარიანი გუდიაშვილის ნახატია, ტილო და ზეთი კი არა! მე ხომ ჩემი თავის ყველაზე კარგად ვიცი, შეიძლება მიჩვეული ვარ უკვე, აღარ მტკივა, მაგრამ რთული მოსასმენია. თქვენი წილი პასუხისმგებლობა რაშია? ნათელაშვილი კი არ არის პრობლემა, ნათელაშვილის დონის ტყუილები და სიუჟეტებია პრობლემა. მე რაც დამაბრალა თქვენმა ტელეკომპანიამ, ხომ ზუსტად ვიცი. მე რასაც ვამბობ, მაქვს უფლება, ვთქვა, როდესაც ტყუილს დაგაბრალებენ, რომ ტყუილია. ცალმხრივი უფლებები არ არსებობს, პოლიტიკოსობა არ ნიშნავს, რომ ეს არის საცემი ობიექტი, რომელსაც უნდა სცემო და იმან პასუხი არ უნდა გაგცეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში“უნდათ, რომ კანდიდატი იყოს დოგმაში ჩამჯდარი”:მოსამართლე კოპალეიშვილი იუსტიციის საბჭოს წინააღმდეგ
შემდეგი სტატია“იმბეცილი ხარ”- წალკის მერიის FB გვერდით მოქალაქეს მიმართეს და კორექტულობა მოსთხოვეს