რობინ ტიკი და ფარელ უილიამსი მარვინ გეის ოჯახს პლაგიატისთვის 5 მილიონს გადაუხდიან (ვიდეო)

2013 წლის ჰიტის Blurred Lines-ის შემსრულებელი ამერიკელი მუსიკოსები რობინ ტიკი და ფარელ უილიამსი სოულ მომღერლის მარვინ გეის საავტორო უფლებების დარღვევაში დამნაშავედ ცნეს. ახლა ისინი იძულებული არიან გარდაცვლილი მუსიკოსის ოჯახს 5 მილიონი დოლარი გადაუხადონ – ასე დასრულდა საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პროცესი, რომელსაც არა მხოლოდ მუსიკალური ინდუსტრია ადევნებდა თვალყურს – “ბიბისი” წერს.
კალიფორნიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტიკი, უილიამსი და კომპანია More Water From Nazareth გეის ოჯახს 2,8 მილიონ დოლარს გადაუხდიან, გარდა ამისა, რობინ ტიკმა ცალკე 1,76 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს, უილიამსმა – 357 ათასი დოლარი. მარვინ გეის ოჯახს, ასევე, კომპოზიციის რეალიზაციიდან მიღებული თანხის ნახევარი გადაეცემა – სულ ოჯახი სიმღერა Blurred Lines-ის მოგების მესამედს მიიღებს. სიმღერის ირგვლივ სასამართლო პროცესი 2013 წლიდან მიდის.

მარვინ გეის სიმღერა Got To Give It Up 1977 წლის ჰიტი იყო.

 

 

 

banner
წინა სტატიაშირუსეთმა უკანასკნელი 10 წლის მანძილზე პირველად თხევადი გაზი იყიდა
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: შიმშილობის პირველ დღეებში ცნობიერება თავისუფლდება ბალასტისაგან