16.8 C
Tbilisi
ორშაბათი, სექტემბერი 14, 2026
banner

რობინ დანიგანი -საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი

ვიცი, რომ ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი გაუტეხელია, საქართველო დასავლური დემოკრატიების ოჯახშია. ერთად მუშაობით ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია, – ამის შესახებ რობინ დანიგანმა გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

დანიგანის თქმით, სამუდამოდ იქნება ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი.

„გამარჯობა, საქართველო. მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით, რომ დაგემშვიდობოთ და მადლობა გადაგიხადოთ. ჩემო 33-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო არასოდეს შევხვედრივარ ქართველებივით თბილ, სტუმართმოყვარე და დიდსულოვან ხალხს. მადლობა, რომ გაგვიღეთ თქვენი გულისა და სახლის კარი მე და ჩემს ოჯახს. მადლობა, რომ გამიზიარეთ თქვენი გულითადი სადღეგრძელოები და გემრიელი სუფრა, თქვენი დიდებული პოლიფონიური სიმღერა და უნიკალური კულტურა. ჩვენ მოვიარეთ ეს ულამაზესი ქვეყანა სვანეთიდან უშგულამდე, კახეთიდან თუშეთამდე და თბილისის ყველა კუთხის ჩათვლით. სადაც არ უნდა წავსულიყავით, ყველგან საკუთარი ოჯახივით გვიღებდნენ. განცვიფრებული ვართ თქვენი გულუხვი სტუმართმოყვარეობით. ვიცი, რომ ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი გაუტეხელია. ვიცი, რომ საქართველო დასავლური დემოკრატიების ოჯახშია. ერთად მუშაობით, ვიცი, რომ ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია. საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი. დიდი მადლობა და შეხვედრამდე“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

banner
წინა სტატიაში“მოგვიყევი, როგორ დააგროვე?” – ელისო კილაძე მამუკა მდინარაძის ბიტკოინ-საფულეს აქვეყნებს
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ტრამპის პრიორიტეტად რჩება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით მიღწეული ხანგრძლივი შეთანხმებით