რობი უილიამსის კონცერტზე დასასწრები ბილეთები ვებგვერდ tkt.ge-ზე 15 აპრილიდან გაიყიდება

ბრიტანელი მუსიკოსის, რობი უილიამსის ოფიციალურ გვერდზე თბილისში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდა.

როგორც ბრიტანელი მუსიკოსის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამია, რობი უილიამსი საქართველოში კონცერტს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართავს.

ეს მისი პირველი კონცერტი იქნება საქართველოშო. შოუ 27 მაისს თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება. რობი იულიმსი ქართველი მსმენელის წინაშე ცნობილ ჰიტებს შეასრულებს.

როგორც მუსიკოსის წარმომადგენლები იუწყებიან, რობი იულიამსის კონცერტი გაიმართება საქართველოს დედაქალაქისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში.

კონცერტზე დასასწრები ბილეთები 15 აპრილიდან ვებგვერდ tkt.ge-ზე გაიყიდება.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ხელისუფლებამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის არაფერი გააკეთა
შემდეგი სტატიაწულუკიანი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს