რობერტა მეცოლა – მივესალმეთ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისგან განაცხადის მიღებას, გვესმის სირთულეები და საფრთხეები, რომლის წინაშეც ეს ქვეყნები დგანან

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროპარლამენტი ყოველთვის მიესალმება ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც უყურებს ევროპას ისე, როგორც საკუთარ სახლს.

კითხვაზე, რა იქნება მისი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ელოდება ივნისში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას ორგანიზაციის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რობერტა მეცოლამ უპასუხა, რომ ევროპარლამენტი მიესალმა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიერ გაკეთებულ განაცხადებს.

„ევროპარლამენტი ყოველთვის მიესალმება იმ სახელმწიფოს, რომელიც ევროპას, როგორც საკუთარ სახლს, ისე უყურებს. ეს არის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას. ჩვენ ვიყავით ის ევროპული ინსტიტუტი, რომელიც მიესალმა სამივე ქვეყნის მიერ გაკეთებულ განაცხადს. ჩვენ გვესმის სირთულეები, გამოწვევები, საფრთხეები, რომელთა წინაშეც ეს ქვეყნები არიან. ჩვენ მოვიწვიეთ მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ იმისთვის, რომ მიმართოს ევროპარლამენტს მომავალ პლენარულ სხდომაზე და მან მიიღო ეს მოწვევა. ჩვენ ასევე ვიმყოფებით მუდმივ კონტაქტზე ჩვენს ქართველ პარტნიორებთან და ასევე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ, რომ როდესაც ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ჩვენც მზად ვიყოთ ვალდებულების შესასრულებლად“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს და ასამბლეის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიაანდრეი კასიანოვი – უკრაინა მიესალმება ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნება გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის