რობერტ სტურუა: “ვეფხისტყაოსანი” იდიოტიზმია!“

ქართული თეატრისა და კინოს რეჟისორი, რობერტ სტურუა აცხადებს, რომ “ვეფხისტყაოსანი” იდიოტიზმია.

მისივე თქმით, აღნიშნული ნაწარმოები ირონიულია და არ გამოხატავს ქართულ სულს.

“ბავშვობაში მამაჩემი მიკითხავდა ,,ვეფხისტყაოსანს”. ბევრს ვერაფერს ვხვდებოდი, მაგრამ სიუჟეტი ვიცოდი. რუსულ სკოლაში ვსწავლობდი და ამდენად, დაკომპლექსებული გახლდით. როცა მოგვიანებით, ქართულად წავიკითხე, მართალი გითხრათ, ძალიან გამიჭირდა.
მეჩვენება, რომ ესაა ირონიული ნაწარმოები ქართულ ზნე-ჩვეულებებზე, რადგანაც ავტორი პირდაპირ ვერ წერს ქართველების სიმდაბლეზე, რომანტიზმით უკეთებს კონტრასტს ჩვენს ცხოვრებას.
მოვიგონე პერსონაჟი, კაცი, რომელიც ვერ იტანს ამ წიგნს, მაგრამ ნაწარმოებს დგამს იმისათვის, რომ აუხსნას ქართველებს ეს იდიოტიზმი.
არ შეიძლება, დაიჯერო, რომ ეს არის შენი ენციკლოპედია, რომელიც გამოხატავს ქართულ სულს… არანაირ ქართულ სულს არ გამოხატავს, რადგან ლაპარაკია მხოლოდ იდეალებზე, რომანტიზმზე და არც ერთი სიტყვა არაა სიმართლისა.
პერსონაჟი, რომელიც ყველაფერს აბითურებს, ცინიკოსი კი არ არის, მეცნიერია, რომელიც შეწუხებულია იმით, თუ რატომ ითვლება ეს წიგნი ქართული პოეზიის, აზროვნებისა და ფილოსოფიის ერთადერთ შედევრად.
დასაწყისში ასეთი ეპიზოდია: წიგნი უჭირავს ხელში და ამბობს: აქ არის ქართული სული? მოისვრის და დაიფანტება ფურცლები. ნებისმიერი მაყურებელი ჩავარდება შოკში. ის კი განაგრძობს: ასეთი ბუტაფორია 7 ცალი მაქვს ყუთში, გადასაყრელად.”

რობერტ სტურუას წერილს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიგიული ალასანია: სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა დამაჯერებელი არ არის
შემდეგი სტატიაევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში აღინიშნა, რომ პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია შესრულებულია, ეს შეტყობინება პოზიტიურია – მაჭარაშვილი