32 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

რობერტ ქოჩარიანს საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნეს და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნა. ქოჩარიანი პრორუსული ოპოზიციური პარტია „სომხეთის ალიანსის“ ლიდერია. მისმა პოლიტიკურმა ძალამ 7 ივნისის არჩევნებში სომხეთის პარლამენტში 12 ადგილი მოიპოვა. ქოჩარიანი პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო.

სომხეთის გენერალურ პროკურატურას ახლა შეუძლია მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, თუმცა ჯერჯერობით ამის შესახებ ოფიციალურად არ გამოცხადებულა. ექსპრეზიდენტის ადვოკატის, არამ ორბელიანის თქმით, პროკურორები ყოფილ ქოჩარიანს თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. როგორც ის ამბობს, პროკურორების მიერ წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, საქმე ეხება სომხეთის მთავრობის მიერ 2004 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას. ადვოკატმა განაცხადა, რომ არც ყოფილ პრეზიდენტს და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ამ გარიგებასთან.

“მე ამას პოლიტიკურ პროცესებს ვუკავშირებ. სხვა მოტივს ვერ ვხედავ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადა დიდი ხნის წინ გავიდა“ ,_ განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა.

15 ივნისს, რობერტ ქოჩარიანი ქვეყნიდან არ გაუშვეს. ის რუსეთში მიემგზავრებოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტს ქვეყნიდან გასვლაც აეკრძალა.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში ნავთობის წვიმაა – ფოტოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება
შემდეგი სტატიაზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა