8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

რობერტ ფიცო: სლოვაკეთმა შესაძლოა, რუსული ნავთობის მიწოდების შეწყვეტის გამო უკრაინის წინააღმდეგ დამატებითი ზომები მიიღოს

დავადასტურე მზადყოფნა, მივიღოთ შემდგომი ზომები უკრაინის წინააღმდეგ, თუ მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა გააგრძელებს სლოვაკეთისთვის ეკონომიკური ზიანის განზრახ მიყენებას,- ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

„სლოვაკეთსა და უნგრეთს აქვთ უფლება, მიიღონ რუსული ნავთობი 2027 წლის ბოლომდე, როგორც „დრუჟბას“ ნავთობსადენით, ასევე საზღვაო გზით. უცნაურია, რომ ევროკავშირმა უკრაინისთვის ამდენის გაკეთების შემდეგ, ვერ შეძლო დაერწმუნებინა ან ეიძულებინა პრეზიდენტი ზელენსკი, დაუშვას დაზიანებული ნავთობსადენის დაუყოვნებელი შემოწმება, მისი შეკეთება და მუშაობის სწრაფად აღდგენა“, – განაცხადა ფიცომ.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზადაა დამატებითი ზომების მისაღებად.

„დავადასტურე მზადყოფნა, მივიღოთ შემდგომი ზომები უკრაინის წინააღმდეგ, თუ მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა გააგრძელებს სლოვაკეთისთვის ეკონომიკური ზიანის განზრახ მიყენებას“, – განაცხადა ფიცომ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობამ გამყოფ ხაზთან დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, 10 მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მლნ ლარი გამოუყო
შემდეგი სტატიაირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ინფორმაციით, აშშ-სა და ისრაელის იერიშების შედეგად 18 000-ზე მეტი მოქალაქე დაშავდა