24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

რობერტ ფიცო: სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია.

როგორც ფიცო სოციალურ ქსელში წერს, ზოგიერთ საკითხზე უთანხმოების მიუხედავად, ის და ვოლოდიმირ ზელენსკი დაინტერესებული არიან ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობებით.

„ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი სლოვაკეთსა და უკრაინას შორის კარგი და მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში. დავადასტურე, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, რადგან სლოვაკეთს სურს, რომ უკრაინა, როგორც ჩვენი მეზობელი, იყოს სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანა. ასევე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო კონფლიქტში სამშვიდობო შეთანხმება უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია“, – წერს ფიცო.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ სატელეფონო საუბრისას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი განიხილეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის სოციალურ ქსელში დაწერა, მნიშვნელოვანი იყო მოსმენა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ ირანული გემების დაკავების შესახებ ისაუბრა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ქუთაისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა