რობერტ ფიცო – მინდა, უნგრეთის პრემიერის მიმართ აღტაცება გამოვხატო იმის გამო, რომ იგი კიევსა და მოსკოვში ყოყმანის გარეშე წავიდა

რობერტ ფიცომ ვიქტორ ორბანი კიევსა და მოსკოვში ვიზიტებისთვის შეაქო.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო საჯაროდ პირველად გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც მაისში მას თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

„მინდა, უნგრეთის პრემიერის მიმართ ჩემი აღტაცება გამოვხატო იმის გამო, რომ იგი კიევსა და მოსკოვში ყოყმანის გარეშე წავიდა. ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას წასვლის ნება რომ მოეცა, მას სიამოვნებით შევუერთდებოდი“, – განაცხადა რობერტ ფიცომ წმინდა კირილესა და მეთოდეს დღის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიაზე.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – შეუძლებელია, ჯანსაღმა ადამიანმა ფეხბურთელების შეურაცხყოფის მიზეზად აქციოს ელემენტარული მადლიერება, რომელიც მათ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოხატეს
შემდეგი სტატიაგორში სატვირთო ავტომობილი დაიწვა