20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

რობერტ ფიცო: ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიალოგი საჭიროა

ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიალოგის არარსებობის პირობებში, ნებისმიერმა შემთხვევითმა დრონმა შეიძლება დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს – მოგიწოდებთ დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებისკენ,- აცხადებს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და ეხმაურება რუსული დრონის მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას.

„რამდენიმე დღის წინ განვაცხადე, რომ ევროკავშირსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიალოგის არარსებობის პირობებში, ნებისმიერმა შემთხვევითმა დრონმა შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია, რომლის მართვაც შესაძლოა ჩვენ ვერ შევძლოთ“, – აღნიშნა ფიცომ.

მისი თქმით, საჭიროა „პროვოკაციული განცხადებების გაკეთებისგან“ თავის შეკავება.

„დრონის ინციდენტთან დაკავშირებით, გამოვხატავ სრულ სოლიდარობას რუმინეთის მთავრობის მიმართ, მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებების გაკეთებისგან და კიდევ ერთხელ გამოვდივარ ევროკავშირსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყების მოწოდებით“, – აღნიშნა ფიცომ.

banner
წინა სტატიაშიქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
შემდეგი სტატიაგრიგოლ გეგელია: კობახიძის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეს რეჟიმი მტრისთვის სასარგებლო საგარეო პოლიტიკურ კურსს ატარებს