სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მას ნახევარი საათი ლანძღავდა და სრულ იდიოტს ეძახდა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების დაწესების საკითხს განიხილავდა.
„დღეს ტელეფონზე ველაპარაკე ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს. განვიხილეთ ორი თემა. პირველი ტარიფებია, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ დაწესდა. მან საშინლად მისაყვედურა: რობერტ, რა ჩაიდინე? რატომ გქონდათ ასეთი მოლაპარაკებები ტრამპთან? ნახევარი საათის განმავლობაში მსაყვედურობდა და მეუბნებოდა, რომ სრული იდიოტი ვარ“, – აცხადებს ფიცო.