“განადგურებულია რუსული ავიაციის სამი ერთეული: Су-33, МіГ-29, სადაზვერვო-დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი „ორიონი“ და მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის ელემენტების მთელი სერია: 8 რადიოლოკაციური სადგური, С-400 დივიზიონის პოზიცია გელენჯიკში და 2 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი „ტორი“ და „პანცირი“. 14 სამიზნიდან 11-ზე წარმატებული დარტყმა რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქსა და კრასნოდარის მხარეში განხორციელდა, ხოლო დანარჩენ სამზე – ოკუპირებულ ყირიმში.
განადგურებული ტექნიკის სრული სია დასახლებული პუნქტების მიხედვით:
გამანადგურებელი Су-33 – დასახლებული პუნქტი ვიტიაზევო, კრასნოდარის მხარე, რუსეთი
გამანადგურებელი МіГ-29 – დასახლებული პუნქტი ვიტიაზევო, კრასნოდარის მხარე, რუსეთი.
უპილოტო საფრენი აპარატი „ორიონი“ – დასახლებული პუნქტი ვიტიაზევო, კრასნოდარის მხარე, რუსეთი.
საზენიტო სარაკეტო კომპლექსი „ტორი“ – დასახლებული პუნქტი პუდოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი.
რადიოლოკაციური სადგური „ნებო-უ“ – დასახლებული პუნქტი დოლოტინკა, როსტოვის ოლქი, რუსეთი.
რადიოლოკაციური სადგური „ნებო-უ“ – სევასტოპოლი, ყირიმი (სპეციალური ოპერაციების ძალების 414-ე ბატალიონი „მადიარის ჩიტები“).
რადიოლოკაციური სადგური „კასტა 2Е2“ – დასახლებული პუნქტი ლატონოვო, როსტოვის ოლქი, რუსეთი.
რადიოლოკაციური სადგური „პოდლიოტი“ – დასახლებული პუნქტი პრიგიბსკი, კრასნოდარის მხარე, რუსეთი.
რადიოლოკაციური სადგური „36Д6М“ – დასახლებული პუნქტი უიუტნოე, ყირიმი (სპეციალური ოპერაციების ძალების მე-20 ბრიგადა „კ-2“).
რადიოლოკაციური სადგური „კასტა 2Е2“ – დასახლებული პუნქტი შაბელსკოე, კრასნოდარის მხარე, რუსეთი.
საზენიტო სარაკეტო-საზარბაზნე კომპლექსი „პანცირ-ს1“ – დასახლებული პუნქტი ეისკი, კრასნოდარის მხარე, რუსეთი.
საზენიტო სარაკეტო კომპლექს С-400 „ტრიუმფის“ პოზიცია – გელენჯიკი, კრასნოდარის მხარე, რუსეთი (სპეციალური ოპერაციების ძალების 413-ე პოლკი „რეიდი“).
რადიოლოკაციური სადგური „СТ-68“ – ევპატორია, ყირიმი.
რადიოლოკაციური სადგური „პოდლიოტი“ – დასახლებული პუნქტი გოლოვანოვკა, როსტოვის ოლქი, რუსეთი.
გილოცავთ უკრაინის სახელმწიფო დროშის დღეს!
ჩვენ გავძლებთ!
მოსკოვი დაეცემა!” – წერს უკრაინის უპილოტო ძალების სისტემების მეთაური რობერტ მადიარ ბროვდი სოციალურ ქსელში.