რობაქიძის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაცია სრულდება

დიდუბის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, ასფალტის მოწესრიგების სამუშაოები რობაქიძის გამზირზე მიმდინარეობს.

პროექტი დასკვნით ეტაპზეა და სამანქანო გზასა და ტროტუარებზე ორფენიანი ასფალტის საფარი ჯამში, 3 600 კვ.მ ფართობზე იგება.

სამუშაოების ფარგლებში, ასევე, შეიცვალა დაზიანებული ბორდიური.

დიდუბის რაიონში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა“ და დიდუბის რაიონის გამგეობის სპეციალისტების მეთვალყურეობით მიმდინარეობს.

რობაქიძის გამზირზე ასფალტის მოწესრიგების პროექტის ღირებულება 150 000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა, გამგებლის მოადგილესთან ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო.

banner
წინა სტატიაშიბურჯანაძე – ჩვენი ხალხი შეძლებს 31 მარტის, როგორც უდიდესი მოვლენის ღირსეულად დაცვას
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ფასდაუდებელია ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე