რობაქიძე – ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, ვინ ვინ არის და შემდეგ ვილაპარაკოთ შერიგებაზე

მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ მან მიხეილ სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს.

როგორც რობაქიძე აღნიშნავს, თუ მმართველი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შერიგებაზე წავა, მაშინ უამრავ მხარდამჭერს დაკარგავს.

რობაქიძის თქმით, მმართველი პარტია ხალხს უნდა ესაუბროს.

„შერიგების საკითხს მინდა გამოვეხმაურო, ადამიანები საუბრობენ, რომ სააკაშვილის გამოშვებაზეა საუბარი. მინდა მივმართო ქალბატონ პრეზიდენტს, რომელიც ელაპარაკება, როგორც ვიცი ამერიკის პრეზიდენტს. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენს ხალხს ელაპარაკეთ აქ, ისე არ გააკეთოთ, რომ ერთ ადამიანს შეურიგდეთ და მეორე მტრად გადაიკიდოთ. თქვენ თუ როდესმე ხელს მოაწერთ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, ერთ ხელში უნდა გეჭიროთ კალამი და მეორე ხელში გადადგომის განცხადება. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს. ასევე, მინდა ვუთხრა „ოცნებას“, შესარიგებელი ვისთანაც აქვს „ნაციონალურ მოძრაობს“, იმ ხალხს, იმ ოჯახებს დაელაპარაკოს, ვინც გააუბედურეს. თუ ამას არ გააკეთებთ და აუვლით ამ ადამიანებს გვერდს, ამ შემთვევაში, ნებისმიერ არჩევნებში დარჩებით ბანკროტები. 18 წლის განმავლობაში ვწვალობთ ადამიანები სამართლიანობის აღდგენისთვის, სამართლიანობა უნდა აღვადგინოთ, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, ვინ ვინ არის და შემდეგ ვილაპარაკოთ შერიგებაზე. მიხეილ სააკაშვილი გატყუებთ ამ შერიგებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც მაგათ ჰქონდათ კოაბიტაცია, რა მოიტანა ამ კოაბიტაციამ? არაფერი. ამიტომ, ამ ხალხთან დაჯექით, ამ ხალხს გვერდი არ აუაროთ, რომ იცოდეთ ეს ადამიანები ირაზმებიან და ვერც ერთი მთავრობა, ვინც არ უნდა იყოს, ამ ხალხს თვალებში ვერ ჩახედავს. დარწუნებული ვარ, რომ „ოცნება“ ამას არ გააკეთებს და თუ გააკეთებს, შერიგდება „ნაციონალებთან“, მაგრამ იმ ადამიანებს, ვინც მას ხმა მისცა, დაკარგავს“, – განაცხადა რობაქიძემ.

წინა სტატიაშიშსს-ს მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 10-მდე პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაიოსელიანი – როგორ შეიძლება შერიგებაზე საუბარი, როდესაც პოლიტიკური მხარეები ერთმანეთს მანიაკებს, ქურდებს, მკვლელებს, სამშობლოს მოღალატეებს ეძახიან